h1

წამებისთვის :)

May 27, 2012

ამ პოსტს შეიძლება ბევრი სათაური და ფორმა მოუფიქრო, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.

თურმე არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ახლა მოხვედი, არადა უკვე თენდება, შენ კი ხვალ საქმეები გაქვს…

არც იმას აქვს აზრი, რომ ”სვეწკი” დავიდოვის ნაცვლად ”ძუნძღლიან” ვინსტონ ლაითს ეწევი და რომ შენი ლეპტოპი შეიძლება შნურის ნებისმიერ გამოძრაებაზე გაითიშოს, იმიტომ რომ ელემენტს დედა მოეტყნა…

არც ამ გაციებას აქვს მნიშველობა და არც იმ შეგრძნებას, რომლითაც სახლიდან გახვედი, როცა გეგონა, რომ ”ვსიო, მორჩა, დავამთავრე…”

არც მეგობრებს, რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდნენ და ასევე მოულოდნელად გაქრნენ… ან შენ გააქრე…

არც იმას, რომ ახლა კლავიატურაზე კაკუნით, შეიძლება რომელიმე ოჯახის წევრს გაეღვიძოს…

არც ამ მიზნებსა და მისწრაფებებს, მთელი ცხოვრება ტვინი რომ გაგიღუნეს…

საერთოდ, სულერთი ყოფილა ყველაფერი, როცა ერთად ხედავთ რაღაცებს, როდესაც ნოსტალგიის შემდეგ წარსულს უბრუნდები და ბოლომდე ეძლევი, მერე რა, თუ წამიერია, Fuck it all!!!!

მერე რა, თუ აღარ გამეორდება, მერე რა თუ ალკოჰოლის ბრალია, მერე რა, თუ ახლაც რეალისტი ხარ, მერე რა, თუ… საერთოდ, სულერთია ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული შეგრძნებების გარდა…

სულერთია, რას ფიქრობენ შენს ქვეყანაში, სულერთია, რომ რამდენიმე საათის წინ აღლუმი იყო, სულერთია ის მაკდონალდსის ჩიზბურგერები, არაორგანიზებული საღამოები ან ცუდად დაგეგმილი ივენთები და ფუნდამენტალისტების განცხადებები…

სულ ერთია ყველაფერი: ეს ერთი კი რამდენიმე წამით ხდება და გაფიქრებინებს, რომ წამებისთვის ღირს ყოფნა, საათებსა და წლებს არ ქონია მნიშვნელობა, შენ აქ ხარ, ახლა და არც კი გაგონდება, რომ მალე ახალი დღე გათენდება და ახალ ამბებს მოიტანს… წამებისთვის ღირს ცხოვრება, სულ რამდენიმე წამისთვისაც კი :)

h1

ახლაც გამოვა

May 24, 2012

მიყვარს ასეთი მომენტები – And then it hit me… ხანდახან უსიამოვნო ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ დიდი ხნის წინ დავიწყებული ამბები გაგახსენოს, რაღაცებს რეალური თვალით შეგახედოს, მითუმეტეს, როცა ასეთი თემატური სინგლი ემატება.

უბრალოდ, ბოლო თვეების განმავლობაში ისევ “საშუალოსტატისტიკურ” პოზიციას ვიჭერდი, მერე სახლში მივდიოდი და ბევრს ვფიქრობდი, რა იქნებოდა რომ…

ეს პოსტი, ალბათ, უნდა შევახსენო თავს პერიოდულად, რომ სულ ტყუილად ვიფერადებ დღეებს: “აი ცოოტა ეს.. აი ცოტაც ეს… და ცოტაც ასე..”,–მოკლედ, ბალანსს ვიცავ, ჩემი ჭკუით.

ფაქტებს ეს არ ცვლის. I’m a still desperate wannabe, who did great things and still thinks that it’s not enough, I need some more to feel complete.

უკვე ვიცი, რომ რაღაცების მიღების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს ყველაფერს არ შეცვლის, მაგრამ ის რაც სხვისთვის მაქსიმუმია, მე მინიმუმად ვთვლი, პერფექციონიზმს ვერ ვივიწყებ :)

და ეს კარგია, იმიტომ რომ დიდი ხანია ჩემმა მიზანდასახულობამ ფერი დაკარგა და კრიტიკული დღეებივის გრაფიკით “წვეთავს”, მე კიდევ “გამაყუჩებლებს ვიკეთებ” და თვალებში ვერ შემიხედავს.

ისეა თუ ასე, დროა, რეალურად შევავლო თვალი რაღაცებს, თუ აქამდე გამომდიოდა, ახლაც გამოვა.

h1

14 მაისი – ზარმაცი ორშაბათები

May 14, 2012

დღეს ზარმაცი ორშაბათი მაქვს და არ ვიმჩნევ თავზესაყრელ საქმეებს, ფრენდების ფოტოების შეფასებით ვირთობ თავს და აი ამ სიმღერით

ჩემმა მეგობარმა ოცნება აისრულა, ყოველთვის ბევრი ფული უნდოდა და შესაძლებლობა, ეყიდა ყველა “შმოტკა” და რამენაირად მოეშორებინა შავი ფერის დაძონძილი კაპიუშონი. თუმცა “ყველაფერს ერთად არ გაძლევს ეს ღმერთი”, ახლა ფული აქვს, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აწუხებს, არარეალიზებულია, როგორც პროფესიონალი.

პოპულარული სახეებიც მახსენდება, თავისას რომ მიაღწიეს და იაფფასიანი კმაყოფილებით იწონებენ თავს. ეს ერთგვარი “მარიაჟობა” რომ არა, მშვენივრად მოირგებდნენ როლს, მაგრამ ამ წარმატებასაც იმისთვის მიაღწიეს, რომ საზოგადოებას ეღიარებინა, ამიტომაც სახეზე რომ შეხედავ, ფიქრობ რომ იქ არ არიან, სადაც მათი ადგილია.

ყველაზე მეტი მაინც მოჩვენებითი ბედნიერებების ფოტოებია ფეისბუქზე, თვალს რომ აწუხებს აიფოუნის ინსტაგრამიანი წარწერასავით.

პ.ს. მე წერას მოვუკელი, ალბათ, იმიტომ რომ მზიანი ამინდები მოვიდა, თუნდაც შხაპუნა წვიმით, რომლის ატანაც იანვრის ცივ ღამეებთან შედარებით გაცილებით ადვილია. ჩემი პერიოდული უხასიათობაც, ზაფხულში გაცილებით სასიამოვნო ასატანია, მაზოხისტურ სიამოვნებას მანიჭებს :–)

არ ვიცი, საკუთარი სათქმელი ამჟამად ცოტა მაქვს, ალბათ იმიტომ რომ ზუსტად იქ ვარ და ისე, როგორც უნდა ვიყო, ცვლილებები კი მოვა, თავისით თუ არა, ჩემით მოვიყვან. მე ხომ მგონია, რომ რისკიან ადამიანებს სულ სხვანაირად გვიელავს ასეთ დროს თვალები და ის თავდაჯერება, რაც ყველაფრის წარსულში დატოვებას მოაქვს, ერთადერთია.

h1

Enter Title Here

May 6, 2012

თბილისში თენდება

მოჟამულად, წვიმიანად და ნისლიანად.

ბოლო დღეებია წერის სურვილმა იმატა, მე კიდევ ვახშობდი, მეგონა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო, რომ დამეწერა. სულ დამავიწყდა: როცა იზრდები ცლილებები ძალიან შეუმჩნევლად მოდის და ძალიან საფუძვლიანად.

ეფექტის შესაგრძნობად წარსულს უნდა გადაეყარო.

პათეტიკურად დაწერილი სიტყვები იმაზე უფრო მეტად მიშლის ნერვებს, ვიდრე – ადრე. უფრო რეალისტი გავხდი, მგონი, აღარც ველოდები, თუ მინდა, ვაკეთებ.

თუ არ გამოდის არ ვდარდობ.

სამყარო თითქოს არ იცვლება, ვიცვლები მე. მაშინაც, როცა მთვრალი ვარ.

ეს ნაწერიც ძალიან კონკრეტული და მშრალია, არადა გარეთ წვიმდა.

ემოციები არის, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოვიდგენდი, იმაზე დადებითი, ვიდრე მეგონა. მე ბედნიერი ვარ, დღეში რამდენჯერმე.

წონა, მითუმეტეს ზედმეტი, ნაკლებად მაწუხებს, სარკეში ჩახედვისას დისკომფორტს აღარ განვიცდი, ეს ურთიერთობებსაც ეტყობა.

დაუსრულებელი რომანები დავამთავრე, აღარ ვეკიდები. მომავალზე ვფიქრობ მაგრამ არა სურვილებით, მარტივი გეგმები მაქვს. ამ ეტაპზე, მგონია, რომ ვიცი რაც მჭირდება.

სულ ეს იყო, არადა ადრე ასეთი ამინდი გულს მიჩუყებდა და მეგონა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ახლა ბედის აღარ მჯერა, საკუთარ თავს ვენდობი.

http://w.soundcloud.com/player/?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F32163694&auto_play=false&show_artwork=true&color=ff7700

h1

საშუალოდ

April 19, 2012

მიზნები, სურვილები, ბრძოლები, მიღწევები და პირიქით, დაკიდებები, პოხუიზმი და სურვილი არაფერი აკეთო,–მოკლედ, ყველაფერი ის, რაც უკვე დიდი ხანია ადამიანებს აიძულებს იმოქმედონ პერიოდულად ძალიან ბანალური ხდება ხოლმე.

იგივე ყოველდღიურობა, სავსე ცხელი ყავითა და გრილი ხილით, ან პირიქით, მოძრავი ელემენტებითა და ადრე გაღვიძებებით.

იდეაში ახლა უნდა ვთქვა, რომ დავიღალე, მაგრამ რაღაც დაღლას ვერ ვატყობ თავს, უფრო მომბეზრდა, მაგრამ არამხოლოდ ის, რაც მაქვს, არამედ ის პერსპექტივებიც კი, რომელიც ამ ასაკში “იშლება”, ან გგონია რომ ეს ასეა.

ეს ყველაფერი ირონიულ განწყობაზე მაყენებს. აი დაახლოებით ასეთზე, ამ გოგოს რომ შეუძლია

იმის ნაცვლად რომ რაღაც ვაკეთო, ან პირიქით, რაღაც არ გავაკეთო, ვზივარ და მგონი ცხოვრებაში პირველად ველოდები რაღაც “ნიშანს” ან თუნდაც მოვლენას, რომელიც რაღაცებს შეცვლის. ყველაფერი, რაც ბოლო დროს ვცადე, იმდენად წარუმატებელი გამოდგა, რომ ვიფიქრე, უნდა გავჩერებულიყავი.

უბრალოდ არ მინდა 30 წლის ასაკშიც ასე ვიყო

საშუალოდ, ხო, ძლივს მოვძებნე შესაბამისი სიტყვა. არ მინდა 30 წლის ასაკში ვიყო ასე საშუალოდ დასაქმებული, საშუალოდ წარმატებული, საშუალოდ შემოსავლიანი, საშუალოდ ტაქსიანი და ანალოგიურადვე მარშუტკიანი. ძალიან მოსაბეზერებელი და გამაღიზიანებელია ეს საშუალოობა, მითუმეტეს ჩემი დიდი ამბიციების ფონზე..

საერთოდ, ბოლო დროა ჩემი საშუალოობა ნერვებს მიშლის, ეს ნაწილობრივი კომპრომისობანას თამაში, ნაწილობრივი თავისუფლება და საერთოდ, ეს ნაწილები მე დიდად არ მომწონს, მთლიანობები მირჩევნია ხოლმე :–)

საქმე ისაა, რომ 23 წლის ასაკში ყველაფერი გაცილებით ნათელი ჩანს ხოლმე, შეიძლება ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭიროა, უბრალოდ, როდესაც წარმოვიდგენ რომ რამდენიმე წლის შემდეგაც შეიძლება ასე ვიყო, არც საოცრებებისკენ და არც პოხუიზმისკენ და ისევ იმ გარემოში და ისევ იმ კომპრომისებით, რომლებზეც ახლა მივდივარ, გული მიწუხდება, მანამდე კი ყავა და ხილი, მგონი, საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა იყოს

h1

Random Thoughts

April 16, 2012

შეგრძნება, რომ არაფერი იცვლება და რომ ეს შეუცვლელობა გარდაუვალია იანვრიდან მოყოლებული დამსდევს. მას შემდეგ მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, მგონია რომ ერთსა და იმავე რელსებზე ვდგავარ და მეტროს მატარებელივით შეუჩერებლად ვმოძრაობ, ერთსა და იმავე სადგურებზე ვჩერდები და მხოლოდ მგზავრები იცვლებიან, თანაც, ზედმეტად სწრაფ ტემპში.

ალბათ ის, ვინც წვიმიან ლონდონში მეტროს სისტემას ქმნიდა, ზუსტად ჩემნაირად გრძნობდა თავს: ცარიელ ქუჩებში მობოდიალე სუბიეტქად. არ ვიცი, ოდესმე მითქვამს თუ არა, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის პერიოდულ და ისტერიულ შიშებს თუ არ ჩავთვლით, მარტოობის მეშინია. აი, ვდგავარ ტრიალ მინდორზე, აბსოლუტურად მარტო. მინდვრის არც დასაწყისი ჩანს, არც ბოლო და არავინაა, სრული სიცარიელე და მე, სრული სიცარიელე და მე, სრული სიცარიელე და მე, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი…

ჩემი ნინა მენატრება: ჩემი აუტისტური მეს საუკეთესო მეგობარი. ახლა ხომ ვეტყოდი, ბავშვობის ოცნებებზე უარი რომ ვთქვი, ძირითადად ბედნიერი ვარ, მაგრამ ხანდახან ისეთი სევდა და წარუმატებლობის შეგრძნება მაწუხებს–მეთქი… ან არც ვეტყოდი, ისედაც ვუგებდით ერთმანეთს.

ოცნებებზე უარი მართლა ვთქვი, იმიტომ რომ უარესად ვტრიალებდი ერთსა და იმავე წრეზე: მოვემზადეთ, ვიბრძოლეთ, თავი დავაკალით, ავისრულეთ.. მერე??? იმდროინდელი ნატვრები და რეალობა მათი შესრულების შემდეგ, რადიკალურად სხვადასხვა იყო. როგორც მეგობარმა მითხრა, ბავშვობა ბავშვობაში დავტოვე.

არ მინდა იფიქროთ, რომ ცუდად ვარ. შეიძლება ვარ კიდეც, უბრალოდ ცუდად ყოფნას არ ვუძალიანდები, ვიცი, ესეც გაივლის, თან ყველა დღე, მითუმეტეს კი, ყველა წუთი ბედნიერი ხომ ვერ იქნება. ამიტომაც ბლოგზე ვწერ და აღარ ვუზიარებ ფეისბუქს, შემთხვევით შემოხეტებულებზე კი პასუხისმგებლობას მე თავზე არ ავიღებ.

დღეს მართლა ისეთი დღეა, ჩემს მეგობარს ფოტოაპარატი რომ უნდა ეჭიროს, მე კი კარკადეს ჩაი , ფოტოებს ვიღებდეთ და უხმოდ გვესმოდეს ერთმანეთის… პ.ს. დღევანდელ დღეს მზის სათვალეც მოუხდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ამბობენ გარეთ ღრუბლიანობააო, მაგრამ ჩემი ვინთიჯ 80–იზ რეიბანზ სადღაც გაქრა, ეჭვი მაქვს, ოთახიდან მოიპარეს…

h1

Old me is back?

April 15, 2012

თუ კი ჰოროსკოპს დაეჯერება, მე გაცილებით მარტივად შემიძლია ავხსნა ყველაფერი, მითუმეტეს კი პედანტი ქალწულისა და ვნებებს აყოლილი დრაკონის ურთიერთდაპირსპირება.

საქმე კი ის გახლავთ, რომ თვის ჰოროსკოპით ეს გამაღიზიანებელი და ბანალური ნიშანი ვარ, წლით – სრულიად მოულოდნელი და ასე აღმაფრთოვანებელი წყლის დრაკონი.

იდეაში, 2012 ჩემი წელია, მაგრამ ქალწულური პრაგმატული გადაწყვეტილებებისა და მაზოხისტური სიამოვნების მეტი ჯერ-ჯერობით არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ჩემი ამბიციების და შრომისუნარიანობის სერიოზულ და ერთდროულ დაქვეითებას (შეიძლება ეს ორი ერთმანეთთან პირდაპირპროპროპორციულ კავშირშიც კი იყოს..)

რთული კომბინაციებისგან განსხვავებით, რეალური სიტუაცია ძალიან მარტივია: ტექსტები მაქვს დასაწერი, გადაღებაზეც წასასვლელი ვარ და ჭირივით მეზარება, but that’s what I get paid for…

რაღა ბევრი ვილაპარაკო, გადათენებული ღამეების სურვილი მკლავს, ისევ. მე კი, როგორც ადრე, ახლაც მავიწყდება, რომ მაშინ ”სხვა დრო” იყო, ადამიანებიც განსხვავებულები იყვნენ და რომ ორ წელიწადში ყველაფერი მალევე შეიძლება შეიცვალოს.

ხოდა დავიღალე იმით, რომ ან მდგომარეობას არ ვცვლი და ვწუწუნებ, ან საკუთარ თავს ვცვლი, მაგრამ დროებით… ხოდა ეს პასუხისმგებლობები ვიღაცებთან და რაღაცების გამო საქს.

ჩემი სიზარმაცე სახეს იღებს და დრაკონს ემსგავსება, რომელსაც პედანტური ქალწულით ვამშვიდებ, ხანდახან დღეში რამდენჯერმეც კი. ბლაჰ!!!

ძალიან მეზარება ეს სიზარმაცის დაბრუნება, ამიტომ სჯობს უბრალოდ ჩავიცვა და წავიდე იქ, სადაც მიხდიან

h1

”ხუშტურები”

April 8, 2012

არ მახსოვს აქ ამაზე დამიწერია თუ არა: ბავშვობაში აუტიზმისკენ ვიყავი მიდრეკილი, ადამიანებთან კონტაქტი არ მინდოდა.

პერიოდულად ახლაც იგივე მემართება: რაღაცებს და ვიღაცებს გავურბივარ, ეს მაშინ ხდება, როდესაც ყოველდღიური რუტინის და ცვლილებების ერთდროულად და ერთნაირად შემეშინდება ხოლმე.

მეშინია რომ დავკარგავ იმას, რაც მაქვს და მეშინია, რომ ზედმეტად მოვეჭიდები იმას, რაც მაქვს და წინ ვეღარ წავალ.

არ მომწონს პასუხისმგებლობები და მიჭირს თავს ვაიძულო, ისინი ან მოვიხსნა, ან შევასრულო. მოკლედ, სრულიად უმოქმედოდ ვზივარ ხოლმე.

ეგ არაფერი, რამდენიმე წუთში ესეც გაივლის და მე მივხვდები, რომ უკვე დიდი ხანია ისე ვეღარ ვიქცევი, როგორც ჩემს ”ხუშტურებს” უნდათ, რომ ცხოვრება მხოლოდ საკუთარი ვნებების დევნის გარდა, ხანდახან გარკვეულ პასუხისმგებლობებსაც გვანიჭებს და ბოლომდე თავისუფალი სულაც არაა ბოლომდე ბედნიერი.

თითქოს რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამ სათქმელმა უკვე გამიარა, ეტყობა, გავიაზრე, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არის: მე სულაც არ მჭირდება მეორე პორცია საკვების, რომ თავი დანაყრებულად ვიგრძნო. მე ვერ ავდგები ახლა და ვერ შევუდგები დღეს მუშაობას, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება და ვერც ამ დანაშაულის გრძნობას მოვიშორებ ხვალამდე, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რომელიც თავში მიკაკუნებს, რომ მე ვალდებული ვარ…

ბოლო დროა პოსტებს ფეიბუქზე აღარ ვდებ. ეტყობა, სურვილმა, ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას გავუზიარო სათქმელი, ახალი ახლო ადამიანების გამოჩენასთან ერთად იკლო.

h1

Life For Rent

April 5, 2012

ჩემს კარგ განწყობას ორი წინაპირობა სჭირდება: კარგი ამინდები და გამოძინება. თუ გავითვალისწინებთ, როგორ გაიწელა ზამთარი და როგორ დავუბრუნდი დილით ადგომებს, შემიძლია თამამად ვთქვა: ყველაფერი კარგად ნამდვილად არ იყო.

ხოდა ხანდახან, როდესაც კარგი ამინდია, მე კი გამოუძინებელი ვარ, ვფიქრობ ხოლმე, რომ პეკინის პრასტიტუტკასავით ვიქცევი: თავს ვაქირავებ… რა მნიშვნელობა აქვს ეს ვაგინა იქნება თუ გონებრივი შრომა. ერთმა თანამშრომელმა მითხრა, გამოთვალე საუბრის ერთ წუთში რამდენს გიხდიან და დამშვიდდებიო. გამოთვლების შედეგად აღმოჩნდა, რომ მე და პავლოვი–პეკინის ბინადრებს ერთნაირად გვიხდიან.

ხოდა ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი დროის, განწყობისა და სულის გაქირავება სულაც არაა კარგი საქმე, მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ ჩემს საუზმეებს “ანტრეში” და სუშებს “საკურაში” სულაც არ მირჩევნია გლეხივით მიწას ვხნავდე და იმით ვშოულობდე “სარჩო–საბადებელს”

შემდეგ ფეისბუქზე “გაბრაზებულ ჩიტებს” ვესვრი კედლებს და ვფიქრობ, რომ ჟურნალის ხელფასის დაგროვებით ახალი მობილურიც მეღირსება და მეც რამდენიმე კვირით მაინც ვივლი ისე, ბავშვები ახალ საინტერესო სათამაშოს რომ სწავლობენ ხოლმე და თავს პავლოვი–პეკინის ბინადრებივით გამოყენებულად არ ვიგრძნობ და ვიფიქრებ, რომ ჩემს სერვისს შედეგებიც მოაქვს.

რაც შეეხება ისე ამბებს, ყველაფერი მშვენივრადაა. მზემ ნორმებიდან ამომაგდო და ეს ყველაზე მეტად მიხარია. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩემი გრაფიკიც ოდნავ შეიცვლება, შემდეგ რამდენიმე ჩემიან ადამიანს ვნახავ და დღეებიც უფრო ხალისიანი გახდება. მგონი, შევეგუე, რომ არასოდეს გამომივა ვიყო “დიდი” და “სერიოზული” და “საქმიანი”

h1

BFF’s

April 5, 2012

ადრე, მეგონა რომ ვიცოდი, რას ნიშნავდა მარტოობა, ბედნიერება, თურმე, ვცდებოდი…

ოდესღაც ჩემივე ლოცვა-კურთხევით გავაცილე ორი მეგობარი გერმანიაში, ერთიც ლონდონში, სამი წარსულის ნაშთად ვაქციე, ერთთანაც გაუფერულდა ყველაფერი, კიდევ ერთმა თავის ცხოვრებას მიხედა, ერთიც დაოჯახდა წარუმატებლად, ერთიც – წარმატებით, მაგრამ ოჯახიც ხომ თავისას ითხოვს… აი ამდენი ერთგული მეგობარი მეგულებოდა ჩემს გვერდით…

როდესაც მივხვდი, რომ საყრდენი გამომეცალა, თავს დეპრესიის უფლება მივეცი, სადღაც 2 თვე, შემდეგ მივხვდი, რომ ცუდი შედეგების მოტანასთან ერთად, დეპრესია დიდი ფუფუნებაც იყო და ახლების ძებნა დავიწყე…

პოვნის პროცესში ვარ, რამდენიმე აღმოვაჩინე კიდეც, უცებ, სრულიად შემთხვევით.

ბოლო დღეებია ყველა, ვინც ნებით თუ უნებლიედ შემომეკარგა, დამიბრუნდა. ამ შუალედში კი მივხვდი, რას ნიშნავს მარტოობა და რა შედეგები მოაქვს, როგორ ვიპოვო ახალი ადამიანები, როგორ დავიბრუნო ძველები, რომ არაჯანსაღ ურთიერთობებს ისევ მარტოობა და ახალი ადამიანების ძებნა სჯობს და მივხვდი, თურმე რაში ყოფილა ბედნიერება, სიმშვიდე, სიძლიერე.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც გყავან დასაყრდნობი ადამიანები. ისინი, ვისთანაც ყველაფერს ამბობ, დაუფიქრებლად, პირდაპირ, დაძაბულობის გარეშე, ისინი, ვისთანაც სულერთი ხდება ეტიკეტი, ვისთანაც პირდაპირ ავლენ საზოგადოებისგან დამალულ თვისებებს…

და თუ ჯერ კიდევ არ გყავან მსგავსი ადამიანები, მაშინ თქვენ არ გცოდნიათ, თუ რა არის ბედნიერება :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.